სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოთში ქურდობის მცდელობის დროს მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა

ფოთში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ძარცვის დროს ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა, შედეგად მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა განაცხადა, დაშავებული ექიმებს კომატოზურ მდგომარეობში დახვდა, მოგვიანებით კი, გარდაიცვალა. როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს სისხლმდენი ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა.

„დილით შემოვიდა გამოძახება, გავედით ადგილზე და პაციენტი უგონო, კომატოზურ მდგომარეობაში დაგვხვდა. თავზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობა. ჩაუტარდა პირველადი დახმარება და გადავიყვანეთ ფოთის სტაციონარში. მოგვიანებით პაციენტი ზუგდიდის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. პოლიციელს ჩვენი დახმარება არ დასჭირვებია, მხოლოდ ერთი პაციენტი გვყავდა" - განაცხადა ექიმმა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სსკ-ის მე-19 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100