სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში დანით შეიარაღებული ქალი არასრულწლოვნებს მისდევდა

რუსთავში, არასრულწლოვნებს ქალი ცივი იარაღით ემუქრებოდა. თვითმხილველმა, პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც დაინახა, როგორ მისდევდა დანით შეიარაღებული ქალი მოზარდებს.

შემთხვევა მეცხრე მიკრორაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალსა და ბავშვებს შორის მანამდე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

დაწყებულია გამოძიება არასრულწლოვანზე ძალადობის მუხლით. ინციდენტში მონაწილე ქალბატონი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100