სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხევსურეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს სამხედრო პოლიცია არკვევს

ხევსურეთში ვერტმფრენის ვარდნის მიზეზებს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ინციდენტი გუშინ მოხდა. ვიდეოგადაღებების წარმოების დროს საავიაციო ბაზის კუთვნილი "მი-8" ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც სამ მფრინავთან ერთად საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებისგან შემდგარი რვაკაციანი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.

ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მფრინავმა დაბალ სიმაღლეზე დაშვების დროს მართვა დაკარგა, რაც ქარის მიმართულების მკვეთრმა ცვლილებამ გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100