სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყალტუბოს საკრებულო: შინაური ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება ზოოფილური აქტის ჩადენა, ასევე ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების მოჭრა და ბუმბულის მოგლეჯა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, შინაური ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება ზოოფილური აქტის ჩადენა, ასევე ნისკარტის, ბიბილოს, ფრთების მოჭრა ანდა ბუმბულის მოგლეჯა. დადგენილება საკრებულომ 2018 წლის 25 მაისის სხდომაზე მიიღო.

საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი იქნა დამტკიცებული, აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები ცხოველების ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს.

დადგენილების თანახმად, ამგვარი სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ ამოქმედდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259- მუხლი, ხოლო მეპატრონეს პოლიცია დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს და სპეციალურ თავშესაფარს გადასცემს. ასეთ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება ექნება სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.

რეგინფოსმონაცემებით, მსგავსი შინაარსის რეგულაციები დღემდე არცერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ მიუღია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100