სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი ბარნოვის ქუჩაზე - ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა

წუხელ, ბარნოვის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე ცეცხლი გაჩნდა. დამწვარია 200 კვ. მეტრამდე ფართობი. ხანძრისას არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე 12 სახანძრო და სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ხანძრის გავცელების საშიშროების გამო კორპუსიდან მაცხოვრებლები გაიყვანეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თბილისის საკრებულოს დეპუტატის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, გამგეობა კორპუსის მაცხოვრებლებს დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველჰყოფს, ზარალის დათვლის შემდეგ კი მათ კომპენსაციას მისცემენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100