სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რა კომენტარი დაუწერა მაგდა პაპიძის დამ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას

ნახეთ, რა კომენტარი დაუწერა მაგდა პაპიძის დამ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას.

გუშინ ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში ეს პოსტი გამოაქვეყნა:

"ყველანაირად ზნედაცემულ პროკურორ გოგუშვილს როდესაც ვუთხარი,რომ თუ სიმართლეს ფარდას არ ავხდით მოზარდების ომის შეიძლება დაიწყოსთქო,მან მიპასუხა დამცინავად და ირონიულად:

-ეს ჩემი პრობლემა არაა.დაიწყოს თუ ასე გულით უნდათ.

გუშინდელ პროცესზე გუგუშვილი და ფხაკაძე მწყობრიდან გამოვიდნენ როდესაც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოზე წარმოადგინა მტკიცებულებები,რაც სამხარაულის ექპერტებმა დამალა პროკურატურის დავალებით.
ეს მტკიცებულებები უტყუარი დასტურია იმის,რომ ჩემი შვილი არა მარტო დანებით არამედ გაურკვეველი საგნებით იყო დაჩეხილი.

პირდაპირ სიტყვიერ შეურაწყოფაზე გადავიდნენ დარბაზში მყოფ პირებზე
და მოწმეზე.

პროკურორი ფხაკაძე:რომელთანაც სიტყვიერი შელაპარაკება მომივიდა იმასთან დაკავშირებით თუ საიდან გაჩნა ჩემი შვილის ტანსაცმელზე სამკუთხა და ოვალური ფორმის ჭრილობები,თურმე თავისი კუთვნილი მობილურით ჩუმად ვიდეოს მიღებდა.
მისივე დავალებით ვიღაცეები მითვალთვალებდნენ და ჩემი და ერთერთი ადვოკატის საუბრის ჩანაწერი მიაწოდეს.

ფხაკაძე კომპრომატებს აგროვებს ჩემს წინააღმდეგ.

მივმართავ ყველა იმ პირებს ვინც დაინტერესებულია ჩემი დისკრედიტაციით.

გონს მოდით და ყველა ჩემი შვილის მკვლელები გამოიყვანეთ სააშკარაოზე.

მე თქვენ უკვე მომკალით!

ნუ მემუქრებით დაჭერით!

მივმართავ სრულიად საქართველოს.:

მე ამათი არ მეშინია!

მე მეშინია შურისძიებით აღსავსე ჩემი შვილის მეგობრების,რომლებიც გეგმავენ შურისძიებას ყველა იმ პირზე ვინც რაიმე ნიშნით მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტში.
ჩემი შვილი მოკლულია და მას ვეღარ გავაცოცხლებ.
დამიდექით გვერდით რათა სამართალი აღვადგინოთ და არ დავუშვად შვილების ომი და მკვლელობა.

თავს შევაკლავ უსისხლო პროკურორებს და არ დავუშვებ დათუჩას გამო ჩვენმა მომავალმა სისხლიანი ომი დაიწყოს.

ღმერთმა დაგლოცოთ" - წერდა დავით სარალიძის მამა, რაზე პატიმრობაშ მყოფი მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ ასეთი კომენტარი დაუწერა:

"არგენტინაში ფეხმძიმე გოგო მოკლეს (წლების უკან ბრიტანული პრესა წავიკითხე )ამ გოგოს მკვლელობის გამო მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა გამოვიდნენ და ქუჩები გადაკეტეს,ზღვა ხალხი ითხოვდა სწორად გამოძიებას და ასე უნდა დავუდგეთ განადგურებული ხალხი ერთმანეთს"

"თქვენ არ იცით ეგენი ვინ არიან დახურავენ ამ საქმეს და შემოდებენ თაროზე როგორც ჩემი უბედური დის საქმე გამოიძიეს ასე,იძიებენ ზუსტად ამ ტრაგედიასაც".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100