ძლიერი ხანძარი მეიდანზე - რესტორან "მაჭახელას" ცეცხლი წაეკიდა

მეიდანზე რეტსტორან "მაჭახელას" ცეცლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზირებული იყო 15 სახანძრო და სამაშველო მანქანა, ასევე სასწრაფოსა და პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სხვენში გაჩნდა. ხანძრის გამო მეიდანზე შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა, ასევე გათიშული იყო ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირის მიწოდება.
ამ ეტაპზა ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მის გამომწვევ მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.

კომენტარი