სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იმ გოგოს ფოტოებია, რომელსაც სავარაუდოდ, მამინაცვალმა ყელი გამოჭრა

თბილისში, 25 წლის გოგონას შვილების თვალწინ ყელი გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა ბარნოვის N77-ში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ის სტუმრად იმყოფებოდა დასთან, რომელიც ბარნოვზე ქირით ცხოვრობს. მკვლელობა, სავარაუდოდ გოგონას მამინაცვალმა ჩაიდინა, რომელიც გარდაცვლილის დედას გარკვეული პერიოდის განმავლობაში შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
მოკლული 25 წლის გოგონა თამარ გამრეკელაშვილია, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. როგორც გაირკვა, ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100