მუხიანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ნათესავმა მოკლა

მუხიანის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მისივე ნათესავმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა. ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:
"მიმდინარე წლის 13 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნანახი იქნა დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი - გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი