სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოხუმში ე.წ. ვეტერანთა კავშირის წევრი გაიტაცეს

Livepress.ge-ს ინფორმაციით, სოხუმში ვეტერანთა კავშირის „ამცახარას“ წევრი, 22 წლის სანდრიკა არშბა გაიტაცეს. გატაცებული, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ოთარ არშბას ნათესავია. გატაცებულის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ოთარ არშბა, მსოფლიოში ფოლადის ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის „ევრაზია ჰოლდინგის“ ვიცე-პრეზიდენტი და ეფესბე-ის გენერალია. ის გასულ წელს რუსულმა პრესამ თენგიზ არშბას სახელით ქართველ მილიარდერთა სიაში მოიხსენია. სოხუმში ცნობილია, რომ ოთარ არშბა პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. შეგახსენებთ, რომ დღეს თავდასხმა მოხდა სოხუმში ვეტერანთა კავშირის „ამცახარას“ ოფისზე. "ლაივპრეს.ჯი"–ს კორესპონდენტის ამრა ადლეიბას ცნობით, თავდასხმისას დაშავებულები არ არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100