სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი ხანძარი რუსეთის სავაჭრო ცენტრში - არის მსხვერპლი

რუსეთში, მოსკოვის ერთ-ერთ საბავშვო სავაჭრო გასართობ ცენტში ხანძარი გაჩნდა. გარდაცვლილია დაწესებულების თანამშრომელი, მტვირთავი ილია დენისოვი, რომელიც შენობაში დაიკარგა და გამოსვლა ვერ შეძლო. მისი ცხედარი მაშველებმა ცენტრის უკანა ნაწილში აღმოაჩინეს. როგორც დაწესებულების ადმინისტრატორი აცხადებს, გარდაცვლილმა საევაკუაციო გასასვლელს ვერ მიაგნო.

დაშავებულია სამი მეხანძრე, რომელიც ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობდა. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი პროცედურები უტარდებათ.

ხანძრის დროს შენობიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი მეექვსე სართულს გაუჩნდა, მის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად კი მოკლე ჩართვა სახელდება. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100