ანა ნაცვლიშვილი დღეს დაკრძალეს. რაზე საუბრობს ოჯახის ახლობელი დრონი.ჯი-სთან?

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილი დღეს დაკრძალეს. მკვლელობაში ბრალდებული გადაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, დრონი.ჯი-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მკვლელობა შესაძლოა ეჭვიანობის ნიადაგზე იყოს ჩადენილი:

"ანას ახლოს ვიცნობდი და ვმეგობრობდით. ის ძალიან დადებითი პიროვნება იყო. ახლობლებს არ გვეპარება ეჭვი, რომ დამნაშავე სწორედ ლადო გრიგალაშვილია, რადგან ანას ბოლო პერიოდში მასთან ურთიერთობა გაფუჭებული ჰქონდა. როგორც ვიცი, გარდაცვლილს სხვა მოსწონდა, ვფიქრობ სხვას ხვდებოდა, რაც ლადოსთვის შეიძლებოდა მკვლელობის მოტივი გამხდარიყო" - აცხადებს ის.

მეორე ახლობლის თქმით, ლადო მკვლელობის ღამეს ანას დას სწერდა, ეკითხებოდა გოგონას ადგილმდებარეობას და მიზეზს იმისა, თუ რატომ არ პასუხობდა ზარებსა და მესიჯებზე.

შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს დილით საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ყელგამოჭრილი იპოვნეს. მას სხეულზე ასევე მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. ლადო გრიგალაშვილი, რომელიც მისი შეყვარებული იყო, თავიდან მოწმის სახით დაიკითხა, შემდეგ კი მთავარი ეჭვმიტანილი გახდა და რამდენიმე საათში დააპატიმრეს.

კომენტარი