სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყვილი თვითმფრინავში ორალური სექსის გამო დააკავეს

სკანდალი მოხდა ერთ-ერთ რეისზე, რომელიც ლას-ვეგასიდან მინეაპოლისში ხორციელდებოდა. რეისის ორი მგზავრი თავიდანვე უცნაურად იქცეოდა, ხმამაღლა საუბრობდნენ, იცინოდნენ, უხამს სიტყვებს იძახდნენ, აბუჩად იგდებდნენ ბორტის პერსონალს და მგზავრებსაც დასცინოდნენ - წერს Daily Mail. მოულოდნელად წყვილმა ყველას თვალწინ ორალური სექსით დაკავება გადაწყვიტა, რის გამოც ორივე მათგანი თვითმფრინავის დაშვებისთანავე დააკავა პოლიციამ.

სხვა მგზავრების ჩვენების საფუძველზე წყვილს უხამსი ყოფაქცევის გამო ბრალი წაუყენეს. როგორც მოწმეებმა განაცხადეს, ქალის თავი მამაკაცის სასქესო ორგანოსთან დაახლოებით ათი წუთი იყო. ზევიდან მას პლედი ჰქონდა გადაფარებული , თუმცა მოძრაობის მიხედვით აშკარა იყო, თუ რითი იყვნენ ისინი დაკავებულნი. წყვილმა მსგავსი ფაქტი უარყო და განმარტა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა იყო და ისიც სულ 2 წამით გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100