გიორგი კაპანაძე: "დაგიჭერენ ახლობელს, შეიწყალე..."

კავკასიის ინტერნეტ მედია ჰოლდინგის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე სტატუსს ავრცელებს:
"უყურებენ მარგველაშვილს და ფიქრობენ:პრინციპში, რა უნდა პრეზიდენტობას?
დაგიჭერენ ახლობელს, შეიწყალე...
მიიღებენ კანონს, დაადე ვეტო.
თუ გაგიმართლებს და სადმე მიგიწვევენ, წადი ამალით.
თუ უფრო გაგიმართლებს და აქეთ ჩამოვლენ, აქეიფე.
ხანდახან გამოჩნდი.
ხანდახან დაიმალე.
ძირითადად იყუჩე და ინებივრე.
ხშირად იშლიგინე ესკორტით.
ზოგჯერ კარტოფილსაც მიაქციე ყურადღება.
ამასობაში გავა 5 წელიც და წადი მერე...
სად?
ს ა ხ ლ შ ი".

კომენტარი