"მოგი****ვ კეთილებს" - პრემიერ-მინისტრი ნიკა მელიას

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრამ საპარლამენტო უმცირესობასთან ხმაურის ფონზე ჩაიარა. დაპირისპირებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას აგინა. რის შემდეგაც კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს.
ვითარება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური ფრაქციის წევრებს შორის პარლამენტში, ხატია დეკანოიძის კითხვის შემდეგ დაიძაბა, როდესაც პრემიერ-მინისტრი, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოების მოტყუებასა და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. დაძაბულ საუბარში მალევე ნიკა მელია ჩაერთო, რასაც შელაპარაკება და შემდეგ უკვე გინებაც მოჰყვა.
პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დერეფნებში გაგრძელდა, სადაც ერთმანეთს უკვე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
მოგვიანებით გიორგი კვირიკაშვილმა ამ ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ნებისმიერ ადამიანს, პირველ რიგში მან უნდა დაიცვას საკუთარი ღირსება.

კომენტარი