სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანდერს ფოგ რასმუსენი – NATO აფხაზეთში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს

აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს NATO-ს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"NATO 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. მსგავსი არჩევნების გამართვა საქართველოში მშვიდობიანი პროცესების წარმართვას ხელს არ შეუწყობს",-აღნიშნა რასმუსენმა.
მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იმ საზღვრებში, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ალექსანდრე ანქვაბი ლიდერობს. მან ხმათა 54, 86 პროცენტზე მეტი მიიღო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ალექსანდრე ანქვაბს გამარჯვება უკვე მიულოცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100