კადაფი გაიქცა, ლიბია თავისუფალია?

ალჟირში 6 დაჯავშნული მანქანა შენიშნეს, რომელიც ქვეყანაში ტრიპოლიდან შევიდა. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, ეს მანქანები ლიბიის ლიდერის ესკორტს ეკუთვნოდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მუამორ კადაფიმ, ოჯახის წევრებთან და უახლოეს გარემოცვასთან ერთად უკვე დატოვა ქვეყანა და ალჟირში გაიქცა. ოფიციალური პირები ალჟირიდან ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. გაერომ კი გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ლიბიაში გაეროს მისისამ დაიწყოს მუშაობა. ლიბიის საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ გაეროს მისიის წარმომადგენლები ახალ ადგილობრივ ხელისუფლებას კოორდინაციაში დაეხმარებიან. – “ლიბიაში უმძიმესი მდგომარეობაა – საწვავის, საკვების დეფიციტია და მალე, შესაძლოა, სასმელი წყლის პრობლემაც წარმოიქმნას, რაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებს 2 მილიონზე მეტ ადამიანს”, – ამბობს გაეროს წარმომადგენელი.
ამასობაში კი ამბოხებულებს ჯერაც შეიარაღებულ წინააღმდეგაობას უწევენ კადაფის მომხრეები და ფრონტის ხაზი ისევ ტრიპოლიზე გადის. ნატომ წუხელაც მიიტანა რამდენიმე საჰაერო იერიში კადაფის მშობლიურ ქალაქზე, რომელიც ლიბიის გვარდიის ბოლო დასაყრდენ პუნქტად ითვლება. სწორედ ამ ქალაქზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადებიან ამბოხებულები, მანამდე კი მათ ქალაქი გადამესი აიღეს, სადაც ტუნისთან დამაკავშირებელი საკონტროლო–გამშვები პუნქტია განთავსებული.

კომენტარი