ინდირა ჯგერენაია: "დედუ როგორ ხარ რამე ხო არ გინდა"...ახლა ყველაზე მეტად მიჭირს რო არ ხარ ამის დაჯერება, ძალიან მატკინე

დღეს ქუთაისში მომღერალი ღუღუნი ბანძელაძე გარდაიცვალა. ის ქუთაისის კოლორიტი და გამორჩეული შესანიშნავი მომღერალი იყო. აი რას წერს მასზე მომღერალი ინდირა ჯგერენაია:
"დედუ როგორ ხარ რამე ხო არ გინდა" დამინახავდა თუ არა პირველი ეს სიტყვები იყო. ახლა ყველაზე მეტად მიჭირს რო არ ხარ ამის დაჯერება! უიშვიათესი ადამიანი იყავი და ძალიან დააკლდები ჩვენს ქალაქს და მომავალ თაობას. მახსოვს, როგორ გახარებული მირეკავდი, როცა რაიმე სიმღერა მჭირდებოდა "დედუ გიშოვე ეს ფონოგრამა" ღუღუნი გაჭირვების ტალკვესი იყო. ყველგან მიუწვდებოდა ხელი, ყველას დასახმარებლად მუდამ მზად იყო. დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. ძალიან მატკინე და მომენატრები ჩემო ტკბილო. გაანათლოს უფალმა შენი ლამაზი სული.

კომენტარი