აი, რას წერს წარსულში სტიქაროსანი კობა ფარტენაძე სასტუმრო "ლეოგრანდეში" გარდაცვლილ სტიქაროსანზე

წარსულში სტიქაროსანი, ახლა კი მოდელი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე სასტუმრო „ლეოგრანდეში“ გარდაცვლილ სტიქაროსანთან ბექა შატაკიშვილთან ერთად გადაღებულ ძველ ფოტოს აქვეყნებს და აი რას წერს:

„სტიქაროსნობის დროინდელი პირველი დღეა ჩემი ძმის შემდეგ, როცა მე ჩუმად ვარ... როცა მე მინდა ვიყო მარტო.
ვერ გნახე ეს დღეებია, სამომავლოდ არაფერს ვდებდი, რაღაც მომენტში ალბად მეც ჩვეულებრივი ადამიანი გავხდი, ისეთი როგორიც ყველაა... საკუთარ საქმეებს გადავყევი, ვაქებდი და ვადიდებდი იმათ ვინც არ იმსახურებდა... მართლა საქებარი გვერდზე დამრჩი - შენ შეძელი და დარჩი გამორჩეული, მე მიყვარხარ შენ. იმედია როდესმე გნახავო - შეძელი და მაინც მოახერხე დამშვიდობება“...

კომენტარი