სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონში The Guardian-ის ინფორმატორი პოლიციელი დააკავეს

ლონდონში დღეს სკოტლანდ-იარდის 52 წლის დეტექტივი დააკავეს, რომელიც გაზეთ The Guardian-ს სატელეფონო მოსმენების შესახებ საქმეზე გამოძიების მასალებს აწვდიდა. როგორც BBC News იუწყება, პოლიციელი პირდაპირ სამუშაო ადგილზე აიყვანეს, თუმცა, მოგვიანებით, თავდებით გაათავისუფლეს.

ტაბლოიდ News of the World საქმის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც დაკავებული პოლიციელის ხელმძღვანელი იყო, თქვა, რომ წუხს მომხდარის გამო, თუმცა დაამატა, რომ დეტექტივმა დაარღვია ინსტრუქცია, როცა ძიების დეტალები გაამჟღავნა.

The Daily Mail კი იუწყება, რომ თითქმის პოლიციელის პარალელურად, ლონდონში მწერალი დენა ევანსაც დააკავეს. მას ძიება სხვის ხმოვან ფოსტაში უკანონოდ შეღწევასა და ინფირმაციის მოპარვაში დებს ბრალს. ევანსიც თავდებით გაათავისუფლეს, 2011 წლის ოქტომბრამდე. საბოლოო ჯამში, უკანონო სატელეფონო მოსმენების საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია 14 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ტაბლოიდ News of the World-თან დაკავშირებული სკანდალი 2011 წლის ივლისში დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100