თეთრი სახლი მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის და მისი მეუღლის საქართველოში ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს. ვებგვერდზე მაიკ პენსის მიერ მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილეებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა. აქვე განთავსებულია ვიცეპრეზიდენტის და საქართველოს პრემიერის ერთობლივი პრესკონფერენციის ტექსტებიც.

ვიზიტს შესახებ წერს მაიკ პენსის მეუღლის პრესსამსახურიც. ნათქვამია, რომ კარენ პენსი ეროვნულ ბიბლიოთეკას და სარეაბილიტაციო ცენტრ "კამარას" ესტუმრა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად რესტორანში ისადილა და "ქარვასლაში" ქართველი მხატვრის, ოლესია თავაძის ტილოები დაათვალიერა.

"მაიკ და კარენ პენსები სიონის ტაძარში იმყოფებოდნენ", - წერია ვებგვერდზე.

კომენტარი