ბაჩო ახალაია: "8 აგვისტო მტკივნეული დღეა"

8 აგვისტო ძალიან მტკივნეული დღეა როგორც მთელი საქართველოსთვის, ასევე თითოეული დაღუპული ჯარისკაცის თანამებრძოლისათვის. ამის შესახებ მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ბაჩო ახალაიამ 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები, ისევე როგორც მთელი საქართველო, პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.

„გარკვეული მოტივაცია არის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთონ, უფრო მეტი შეძლონ იმისთვის, რომ ომში დაღუპულთა მიერ დაწყებული საქმე იყოს ღირსეულად გაგრძელებული.“ - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

კომენტარი