"ყველაფერს უკნიდან გამოგაცლით"- რამ გააბრაზა "ჩცდ"-ს მსახიობი და რას აქვეყნებს გიორგი ბოჭორიშვილი?

ნახეთ როგორ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელშიჩცდ“- მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი:

90-იანი წლებიდან მოყოლებული ვინც ცოტა შენძრეული და "ტალკოვი" იყო ყველამ ფული იშოვნა.ზოგი ტყვიას ტყვიაში აჯენდა,ზოგი ქრთამს იღებდა,ზოგი სახელმწიფო ქონებას ფლანგავდა და ზოგიც გაგიკვირდებათ და პირდაპირ დედას უტყნავდა ხალხს. პირველი კატეგორია ეხლა სისხლის მაგივრად კოქტეილებს სვამს და გაკულტურულებულია,ცდილობს დაივიწყოს ძველი გრეხები და აშენებენ სასტუმროებს, სახლებს, ყიდულობენ ყველაფერს რაც შეიძლება, ხალხის ჩათვლით. მექრთამეები და საქმოსნები ძველ დროს მისტირიან,ცოტა მეტი ქონება რატო არ დააგროვეს დარდობენ...კუს-ტბაზე სეირნობენ და მომავალ პერსპექტივებს განიხილავენ. კაზინოები,ტოტალიზატორები,მიკროსაფინანსოები,ლომბარდები,X პიატები,მერსედესები,აგარაკები,მიწები,დოლარები,დოლარები,დოლარები.
ხოდა იცით რა მინდა ვთქვა?! რო ყველაფერს უკნიდან გამოგაცლით.ყველა მოუწყობელ სტუდენტს,ყველა მოჭრილ ხეს,ყველა კვადრატულ მეტრს,ყველა გასროლილ ტყვიას,ყველა პენსიას,ყველა გაუბედურებულ ოჯახს, ტყუილს, უსამართლობას, ცილისწამებას, გულგრილობას, ძალადობას.
"მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი; მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი. მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა; მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა. მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა. მოდი, ვნახოთ მგელი, რამ შეჭამა მგელი; მიველ ვნახე მგელი, თოფმა ჭამა მგელი. თოფმა მგელი, მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა. მოდი, ვნახოთ თოფი, რამ შეჭამა თოფი; მიველ ვნახე თოფი, მიწამ ჭამა თოფი. მიწამ თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა. მოდი, ვნახოთ მიწა, რამ შეჭამა მიწა; მიველ ვნახე მიწა, თაგვმა ჭამა მიწა. თაგვმა მიწა, მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა. მოდი, ვნახოთ თაგვი, რამ შეჭამა თაგვი; მიველ ვნახე თაგვი, კატამ ჭამა თაგვი. კატამ თაგვი, თაგვმა მიწა, მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა."
ხალხური

კომენტარი