"ყველამ ვიცით ვინ წყვეტს კონკურსანტების ბედს "იქს-ფაქტორში" - ნახეთ რა ინფორმაციას ასაჯაროებს პროექტის მონაწილე

"იქს-ფაქტორის" მონაწილე, სალი მირიანაშვილი, რომელმაც პირველ ტურში ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა, შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა და საერთოდაც, გადაცემაში არ უჩვენებიათ. ამ ფაქტზე კომენტარი სტეფანე მღებრიშვილმა გააკეთა. მუსიკოსმა და მომღერალმა ახსნა, რომ გოგონას შემდეგ ეტაპზე გადასასვლელი ხმები დააკლდა, ვერ გაუძლო კონკურენციას და ვერ მოხვდა ათეულში. გოგონას ფილარმონიაში სიმღერის ოფიციალური ვიდეო არ არსებობს, ამიტომაც კონკურსანტმა მობილურით გადაღებული მისი გამოსვლა თავად გაავრცელა.

სალი მირიანაშვილმა "ფეისბუქზე" სტეფანეს შემდეგნაირი პოსტი მიუძღვნა: "მადლობა სტეფანე დიდი. მე არასდროს დამავიწყდება შენი გაბრწყინებული სახე და ის კეთილი თვალები და შენი დიდი ემოცია ჩემს მიმართ და არა მარტო შენი, ყველა ჟიურის წევრის. მაგრამ, განსაკუთრებით რომ მიყვარხარ და მათგან გამოგარჩევ, ამიტომ ყველაზე მეტად ჩენი ემოცია დამამახსოვრდა ჩემო კარგო....

რაც შეეხება ხმების დაკლებას, როგორც ინტერვიუში აღნიშნე, ეს ტყუილია! კარგად ვიცით ჩვენც და ყველამ, ამას მარტო ჟიური არ წყვეტს! ასე რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ მომცემდით შანსს, რომ მე ღირსეულად ვმდგარიყავი კონკურსანტებს შორის, მაგრამ მე ეს შანსი არ მომცეს.... ყველამ ვიცით ვინ წყვეტს კონკურსანტების ბედს.... ეს პროდიუსერები არიან და კარგად ვიცით მათი გვარიც და სეხელებიც! მე ყველაფერი დავდე ფილარმონიაში იმ სიმღერას რაც შეეფერებოდა, თუმცა მაქსიმუმი არ მიჩვენებია რადგან თავად ამირჩიეს ეს სიმღერა, საბედნიეროდ ჩემივე რეპერტუარიდან, მაგრამ მე სულ სხვა სიმღერა მინდოდა..

მე დავდე იქ ვოკალიც, პლასტიკაც, ემოციაც, არტისტულობაც და შოუც! ეს მთელმა ფილარმონიამ ნახა..! დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფერი დადებითისთვის და მაგარი შეფასებისთვის. მიყვარხარ! ყველაფერი რომ გათვლილია წინასწარ ეს ესეა..!" - წერს კონკურსანტი.

კომენტარი