დღეს ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 25 ივლისს, ნორვეგიაში ორი ტერორისტული აქცის განხორციელებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო დღეს 32 წლის ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკს მოუსმენს. ტერორიზმში ბრალდებული მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესი საჯარო იყოს, რათა მიეცეს საშუალება, რომ ხალხს განუმარტოს თავისი დანაშაულებების მოტივები.

ანდერს ბრეივიკის თქმით, ის თანამშრომლობს ანტი-ისლამისტურ ორგანიზაციასთან და ტერორისტული ოპერაცია რამდენიმე წლის განმავლობაში იგეგმებოდა.

„მე მოვითხოვ რომ სასამართლო ჩატარდეს ღია რეჟიმში, რათა ხალხმა გაიგოს ის მოტივები რისთვისაც დანაშაული ჩავიდინე. ვაღიარებ დანაშაულს, მაგრამ ვთვლი რომ ამის გაკეთება აუცილებელი იყო", - განაცხადა ბრეივიკმა.

ამ დროისთვის უცნობია სასამართლო პროცესი ღია იქნება თუ დახურული. პოლიცია მოითხოვს რომ სხდომა დახურული იყოს. პოლიციამ ასევე მოითხოვა, რომ სხდომა ჩატარდეს მედიის გარეშე, რათა ბრეივიკს არ მიეცეს საშუალება ხალხს რაიმე ფორმით მიმართოს.

ნორვეგიის კონსტიტუციით ანდერს ბრეივიკს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 21 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ, თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ის საზოგადოებისთვის საშიშია, მისი ციხეში ყოფნის პერიოდი გაგრძელდება.

ანდერს ბრეივიკი თავდასხმის შესახებ ვიდეოებში და დოკუემენტებში იტყობინებოდა. რამდენიმე დღის წინ მან Youtube-გამოაქვეყნა 12 წუთიანი ვიდეო, სადაც ის იარაღით ემუქრება მუსულმანებს. თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, მან ინტერნეტფორუმებზე გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე დაწერილი 1500 გვერდიანი დოკუმენტი. ბრეივიკმა აღნიშნული დოკუმენტი ფსევდონიმით „ანდრია ბერვიკი" გამოაქვეყნა და მასში ასახული იყო ანტი-ისლამური განწყობები. ასევე მითითებული იყო ისიც, რომ ის ტერორისტული აქტების განხორციელებას აპირებდა.

ნორვეგიის პოლიცია საუბრობს სპეცოპერაციის შესახებ, როდესაც ბრეივიკი აიყვანეს კუნძჲლ უტოიაზე. შეგახსენებთ, რომ ბრეივიკმა ცეცხლი გახსნა კუნძულზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკში და 93 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის თქმით, როდესაც მათ შეტყობინება მიუვიდათ მაშინვე დაიწყეს ქმედება რათა კუნძულზე გადასულიყვნენ და ბრეივიკი აეყვანათ. თუმცა, მათ გაუჭირდათ შესაფერისი ნავის მოძებნა და არ იყო საკმარისი ვერტმფრენებიც.

ბრეივიკი ცეცხლის გახსნის შემდეგ დაახლოებით 90 წუთში დააკავეს. ის ბევრი საბრძოლო იარაღით იყო შეიარაღებული. არსებული ინფორმაციით, მან გამოყენა ექსპანსიური ტყვიები, რომელიც არის სპეციალური კონსტრუქციის ტყვია. ის საშუალებას აძლევს მას ქსოვილებში მოხვედრისას გაიშალოს, გაზარდოს თავისი დიამეტრი და მაქსიმალურად გაზარდოს დაზიანებული ქსოვილების რაოდენობა.

შეგახსენებთ, რომ ანდერს ბრეივიკმა 22 მაისს ოსლოს ცენტრში აფეთქება მოაწყო, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა. კუნძულ უტოიაზე კი მან ცეცხლი გახსნა, რომელსაც ბოლო ინფორმაციით 85 ბანაკის დამსვენებელი ემსხვერპლა.

კომენტარი