სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯეოსელს ერთგული აბონენტები ტოვებენ

"მოკლედ ჩემი და ჯეოსელის ურთიერთობაზე ცალმხრივი სიყვარულის ისტორია შეიძლება დაიწეოს.
1997 წლიდან არა თუ ქსელი, ნომერიც არ გამომიცვლია. რად გინდა მერე, ჩემნაირ ერთგულ აბონენტს ,, ყოჩაღ" მაინც რომ მომდიოდეს ესემესით ჯეოსელისგან შევინარჩუნებდი იმედს რომ შემიყვარებდა
ამას დაემატა ბოლო პერიოდში გახშირებული ,,გირეკავ გათიშული გაქვს", დაგვიანებით მოსული ესემესები, მინდა ვიყო 4G, გაორებული ხმები და გაიბზარა გული .
20 წლის თავზე დავპორტირდები, გადავწყვიტე !!!
არ არსებობს ცალმხრივი სიყვარული არააა!!!", - წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ადვოკატი, ზვიად კორძაძე.
შეგახსენებთ რომ ბოლო დროს ჯეოსელის მიმართ სხვადასხვა სიმძიმის პრეტენზიები გახშირდა.
კომპანია კი, როგორც ჩანს, საკმარისს არ აკეთებს სერვისების გასაუმჯობესებლად და ტენდენციაც აშკარაა - ჯეოსელს ერთგული აბონენტები ტოვებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100