შინაგან საქმეთა მინისტრი უცხოური პრესის წარმომადგენლებსაც შეხვდა

ქართული მედიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა “როიტერის”, “ბლუმბერგის,”“ასოშეიტედ პრესისა” და “ფრანს პრესის” წარმომადგენლებთან საქართველოს შინაგან სამინისტროს ინიციატიავით გაიმართა.

უცხოური მედიის წარმომადგენლები მინისტრთან შესახვედრად დღეს 13:00 საათზე მივიდნენ სამინისტროში. შეხვედრამ 2 საათს გასტანა, რის შემდეგაც, 15:00 საათზე სამინისტროში ქართული მედიის წარმომადგენლები შევიდნენ.

“როიტერის” თბილისის ბიუროს ერთ–ერთი ხელმძღვანელის, მაკა ანთიძის თქმით, მინისტრთან შეხვედრის ნაწილი ღია იყო, ნაწილი კი – დახურული. საუბარი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს შეეხებოდა. უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შს მინისტრის შეხვედრის ღია ნაწილის შესახებ მასალებს, მათ შორის ვიდეომასალებს აღნიშნული მედიაორგანიზაციები დღესვე გაავრცელებენ.

კომენტარი