სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საავიაციო ქარხანასთან მტკვარმა ჩვილის ცხედარი გამორიყა

თბილისში, საავიაციო ქარხანასთან მტკვარმა ჩვილის ცხედარი გამორიყა. ცხედარი მეთევზეებმა შეამჩნიეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციელთა მისვლამდე ჩვილი ბიწუნას გვამი მდინარემ ნაპირზე გამორიყა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები გამოიძახეს, რომლებმაც ცხედარი პროზექტურაში გადაიტანეს. ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ჩვილი მდინარეში დაიხრჩო თუ მტკვარში უკვე გარდაცვლილი ჩააგდეს. გარეგნული დათვალიერებით, ჩვილი რამდენიმე დღის წინაა დაბადებული.

კომენტარი