სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთი ლიბიელ ამბოხებულებს იარაღით ამარაგებს

საფრანგეთი ლიბიის დასავლეთში დისლოცირებულ ამბოხებულებს იარაღის მსხვილი პარტიებით ამარაგებს, რათა დააჩქაროს ამბოხებულების იერიში ტრიპოლზე.

ფრანგული გაზეთი "Le Figaro" საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუყწება, რომ საფრანგეთმა პარაშუტების მეშვეობით ლიბიელი ამბოხებულები ყუმბარმტყორცნებით, ტანკსაწინააღდეგო ჭურვებით, შაშხანებით და ავტომატებით მოამარაგა.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ამგვარი ოპერაციები საფრანგეთმა მოკავშირეების გაფრთხილების გარეშე ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, მანამდე კი, ლიბიის დასავლეთში განლაგებულ ამბოხებულებს შეიარაღება საზღვაო გზებით, ქალაქ მისრატას გავლით მიეწოდებოდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100