სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში მობანავე ბავშვებს ესროლეს

როგორც "Lifenews" იტყობინება, ცოტა ხნის წინ მოსკოვში, სამხრეთით მდებარე პლიაჟზე მობანავე ბავშვებს უცნობმა პიროვნებებმა პნევმატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ბავშვების ნაწილი საბანაოდ იყო ჩასული, ნაწილი კი პლიაჟზე ერთობოდა.

ყველასგან მოულოდნელად, სლავური გარეგნობის ორმა უცნობმა პიროვნებამ ბავშვების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ბავშვები შეშინდნენ და გაქცევა დაპირეს, მაგრამ დაბნეულობისა და შოკში ყოფნის გამო, ვერც ეს მოახერხეს. სროლის შედეგად ერთი ბავშვი თავში დაიჭრა, მაგრამ მისი გადარჩენა მოხერხდა. დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100