სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძე "სახალხო კრების" ლიდერების დაპატიმრებას არ გამორიცხავს

"სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მხრიდან "სახალხო კრების" ლიდერების დაპატიმრება არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების პირობებში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება".

აღნიშნული პრესკონფერენცია ბურჯანაძემ ქართული, რუსული და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართა.

"საქართველოში ხელისუფლებას ვინმეს დასაპატიმრებლად არავითარი არგუმენტი არ სჭირდება. ასე დააპატიმრეს ადამიანები 21 მაისის აქციაზე და ეს გრძელდება დღესაც. მე განათლებით იურისტი ვარ ვიცი, რომ ჩვენს დასაპატიმრებლად ხელისუფლებას არავითარი საფუძველი არა აქვს, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება", _ განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა: "თუ მოვლენები ასე განვითარდა, რა გაეწყობა, ამასაც გავუძლებთ, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, მათ შორის ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდომისთვის, იმის გამო, რომ ქვეყანაში დიქტატურა არ მეფობდეს და ნეობოლშევიზმმა არ გაიმარჯვოს. თუმცა ციხეში ჩაჯდომა არც ისე სასიამოვნოა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100