მიხეილ სააკაშვილი: ქუჩაში მორბენალი პოლიტიკოსები არაპოპულარულობით მსოფლიო რეკორდსმენები ხდებიან

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, "ქუჩაში მორბენალი" პოლიტიკოსები საზოგადოებაში არაპოპულარულობით მსოფლიო რეკორდსმენები ხდებიან.

ე.წ. რადიკალური ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა.

"ქუჩაში მორბენალი ყოფილი პოლიტიკოსები მსოფლიო რეკორდებს ამყარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში თავისი არაპოპულარულობით, რაც უკვე გადაზრდილია ხალხის მხრიდან მათ სიძულვილში და მინდა აღვნიშნო, რომ სრულიად დამსახურებულში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან აღნიშნული პოლიტიკური ძალები რუსეთთან კავშირშიც დაადანაშაულა და მოსკოვს მიმართა, რომ "საქართველოში ამ მოკავშირეებით ისინი რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებას" ვერ შესძლებენ.

კომენტარი