რატომ შეადარა მამუკა გამყრელიძემ ივანიშვილი მაია ასათიანს?

რუსთავი 2 -ის ყოფილი ტელეწამყვანი და ტელეკომპანია GMG-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დიდი აურზაურია საქართველოში. გუშინ, ქართული პოლიტიკის პატრიარქმა და გურუმ, მაია ასათიანის შოუსათვის დამახასიათებელი გულისამაჩუყებელი გულახდილობით, მთელ ქვეყანას მოუყვა ორ ზრდასრულ მამაკაცს შორის არსებული უთანხმოების შესახებ. რა უმადური და დაუნახავი აღმოჩნდა მისი რჩეული.

ორპირი და ცბიერი. არგუმენტებიც მოიყვანა. თურმე ყოფილი პრეზიდენტის თანამშრომლის ძმა შეიფარა და თან სად ? ამავე ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში. ამ და სხვა მსგავს პასაჟებზე მე ყურადღებას არ გავამახვილებდი თუ არა დღევანდელი რეაქცია ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტისა. ჯერ იყო და პრეზიდენტმა, რომელსაც გუშინ საღამოს ნაადრევად მიანიჭეს ზრდასრულის სტატუსი, დღეს კვლავ მისთვის ჩვეული ინფანტილიზმით ისევ ხოტბა შეასხა მის მადლისმოსხმელ გურუს ხოლო ჟურნალისტებს კი ოროთახიან ოფისში თავისი დუხჭირი ცხოვრების შესახებ უამბო და ამით დაასაბუთა მისი "იძულებითი" გადასვლა პრეზიდენტის სასახლეში. გაგრძელება უფრო პოლიფონიური იყო. საქათმეში აკრიახდნენ კობახიძე, ვოლსკი, საგანელიძე, ფანჯიკიძე და ძმანნი და დანნი მათნი და ერთხმად დაგმეს პრეზიდენტის საქციელი. თურმე კი ჰქონდათ ეჭვი მაგრამ ახლა ბელადმა რომ მიუთითათ უკვე წყალი აღარ გაუვა, რომ მთლად "благонадёжный" ვერ ყოფილა ეს ჩვენი პრეზიდენტი.

მოკლედ სოვდეპიის დროინდელი სამარცხვინო სურათია. გულის რევის რეფლექსის მეტს არაფერს იწვევს!“ - წერს მამუკა გამყრელიძე

კომენტარი