სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ ქართულ პოლიციას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა

რუსულმა ტელეარხმა НТВ-მ ქართულ პოლიციას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.

ცენტრალური ტელევიზიის გადამღები ჯგუფი საქართველოში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდა, ასევე სამინისტროს თანამშრომლებსა და საქართველოს რიგით მოქალაქეებს გაესაუბრა.

გადაცემის წამყვანმა ვადიმ ტაკმენიოვმა გადაცემის მსვლელობისას პარალელი რუსულ მილიციასთან გაავლო და აღნიშნა, რომ "მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების მიუხედავად, პოლიციის რეფორმა კვლავ ჭიანურდება, ქართული სამართალდამცველი სტრუქტურა, რომელიც ერთ დროს კორუფციით იყო ცნობილი, რადიკალურად შეიცვალა და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია".

ვრცელ სიუჟეტში ვანო მერაბიშვილის მთავარ სიამაყედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დასახელდა.

პირველი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100