სიდნეის პორტში 52 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰეროინი აღმოაჩინეს

სიდნეის პორტში 52 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰეროინი აღმოაჩინეს.

სააგენტო "ასოშეიტედ პრესის" ინფორმაციით, 42 კილოგრამი ჰეროინი მალაიზიიდან სიდნეიში გამოგზავნილ ავეჯის კონტეინერში მებაჟეებმა აღმოაჩინეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, სიდნეის პორტში მალაიზიის 2 მოქალაქე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობა და 876 ათასი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.


კომენტარი