მიხეილ სააკაშვილი: ყველას, ვინც ტრაქტორს წინ დაუწვება, მიწა არ მოხნაო, უნდა გადაუარო

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში სოფლის მეურნეობა ძალიან ჩამორჩენილია.

"სოფლის მეურნეობაში ჩვენ გვაქვს მინიმუმ გასამმაგების და ისე გახუთმაგების პოტენციალი, მაგრამ დღეს სოფლის მეურნეობა არის ძალიან ჩამორჩენილი. არის ხალხი, რომელიც წინ უწვება ტრაქტორს, რომ არ გადახნათ მიწა და არ მესმის, ტრაქტორისტი რატომ ამუხრუჭებს ამ დროს? თუ უწვება წინ, გადაუარეთ ეგეთ ხალხს. ბოდიშს ვიხდი, ვინმემ ბუკვალურად არ გაიგოს, მაგრამ დრო გადაუვლის მათ, რადგან პროგრესის გაჩერება შეუძლებელია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა წარმატებული ბიზნესმენების დაჯილდოებაზე.

მისივე შეფასებით, ის, ვინც ცდილობს გააჩეროს მიწების დამუშავება, ეწინააღმდეგება საქართველოს პროგრესს.

"მიწებს უნდა დამუშავება. საქართველომ უნდა გამოკვებოს თავისი თავი და ყველას, ვინც თავის დროზე მიწები კორუფციული გზით ჩაიგდო ხელი, მათი დათმობა მოუწევს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარი