სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წინასაარჩევნო საგალობელი

ჩვენ
მეძავები
ფრთების ქნევით გადაღლილი
პატარა ჩიტები
ვიგალობებთ
რომ დღეს იქნება წვიმა
ამ დასიცხულ მნძრეველთა ქალაქში.
ვუგალობებთ
წელში მოხრილ
გულჩათხრობილ ადამიანებს
ყოველდღიურად
ხარბად რომ ყნოსავენ
აყროლებულ ჩინოვნიკებს
და მათ შენძრეულ ნათესავებს
პატარა ყვითელ ავტობუსებში
რომ ყლაპავენ
მძღოლებისა და მგზავრების ბოღმას.

ჩვენ
ჩვენ ვუგალობებთ
მეძავები
ჩვენი მსუბუქი ყოფაქცევით
ყოველ მოკვდავს ამ ქალაქში
და ყოველ უკვდავს
და ერთმანეთის ცივ მკლავებში
შევზოზინდებით
და ავარიულ შენობებზე
დავტოვებთ წარწერებს:

“მოგიტყანთ დედა!”

დავტოვებთ წარწერებს:

“ყველაფერი კარგად იქნება.”

დავტოვებთ წარწერებს და გავფრინდებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100