FBI - მ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მძარცველი აიყვანა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პუეტრო-რიკოში დააკავეს რობერტო გონსალესი, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვის მონაწილეა.

გფბ-ს მტკიცებით, 1983 წელს გონსალესი, რომელიც იმ დროს სეპარატისტული დაჯგუფების - „ლოს მაჩეტეროსის“ წევრი იყო, მონაწილეობდა კონექტიკუტის ბანკის საცავის ძარცვაში, რის შედეგადაც 7 მილიონი აშშ დოლარი გაიტაცეს. 65 წლის გონსალესი პუეტრო-რიკოს ცენტრში მდებარე ქალაქ კაეიში დააკავეს. ის საცავის ძარცვაში მონაწილე ორი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთია.

კომენტარი