სადუნიშვილი: ერის სექს სიმბოლოვ, საკუთარი ასოს პოვნას გისურვებ "იღბლიან ბორბალში"

ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილისა და მსახიობ შორენა ბეგაშვილის შორის კონფლიქტი "ფეისბუქის" პოსტებით გრძელდება. სადუნიშვილი ბეგაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ მისი მისამართით გამოქვეყნებულ მწვავე კომენტარს ღია წერილით პასუხობს.

"ძვირფასო შორენა, სიმართლე გითხრა დიდხანს ვფიქრობდი გამოვხმაურებოდი თუ არა შენს "პოსტს" მერე იმაზეც ვფიქრობდი ეს რა ფორმით გამეკეთებინა, ყველაზე ადვილი შენი მსგავსი ბრალდებების გამოქვეყნება იყო, რომელსაც დამეთანხმები დიდად ჭკუის დატანება არ ჭირდება. როგორც ამბობ ამ დიდებულ ტექსტს სამი წამი დაუთმე და გილოცავ! ამით გაუნათლებლობის გამოვლინების უმაღლესი მაგალითი დაგვანახე.

მადლობა ღმერთს მშობლებმა ისე გამზარდეს, ასეთივე სტატუსის ჩემგან გამეორება იმწამსვე გამოირიცხა. არა და სულ გაჩუმებაც არ გამოვიდოდა, გაგიგონია ალბათ "დუმილი თანხმობის ნიშანიაო" პირადად მე ამ გამოთქმას ვერც ვიტან და არც ვეთანხმები. მაგრამ ის ხალხი ვინც "ლაიქებით" გცხრილავს ასეთი მარტივი ლოგიკით ცხოვრობს, კარგად იცი ჩვენი სკანდალების ისტორიაც ჟურნალისტების გაფეტიშებულია. ვწუხვარ ჩემი როგორც წამყვანის პროფესიული მოვალეობის შესრულება პირად მტრობად თუ აღიქვი.

იმ იაფფასიანმა ჭორებმა, რომელზეც შენ ლაპარაკობ ძალა ორიათასიან წლებში დაკარგა აი სწორედ მაშინ პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჯართს, რომ აგროვებდი. ( დიახ, ჩვენც ვუყურებთ პროფილს ხანდახან:)) კარგად ვაცნობიერებ პოპულარობას ბონუსად ათასი ბინძური ჭორიც მოყვება, ამის წინააღმდეგ იმუნიტეტი დიდი ხნის წინ გამოვიმუშავე.

მერწმუნე შენ ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა ის რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთნ ერთად პრემიერებზე სიარულია, თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

აი ჩემი შვილი კი უკვე 11 წლისაა, მას face book_ზე საკუთარი გვერდიც აქვს, რომელზე შესვლას ეს დღეები სხვადასხვა მიზეზით ვუკრძალავ, სადმე შენ ბინძურ სტატუსს, რომ არ გადაეყაროს ის ამას არ გაპატიებს!

ვიცი ეს წერილი ბევრ ჩემს ახლობელ ადამიანს გაანაწყენებს "არ იმსახურებს შენგან ყურადღებას", "ნუ დახვალ მაგის დონემდე", "იაფფასიან ინტრიგაში გხვევს" მაგრამ სიამაყე იქ მთავრდება სადაც ჩემი როგორც დედის შეურაცხყოპა იწყება.

ერის სექს სიმბოლოვ, ჩათვალე ეს წერილი ჩემგან უდიდეს საჩუქრად,რომლის სანაცვლოდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვ ჩემი შვილის და ჩემი როგორც დედის წინაშე! შენ კი მინდა წარმატებები გისურვო და საკუთარი ასოს პოვნა "იღბლიან ბორბალში"

P.S. თუ შეძლებ ქართული შრიფტით მოგვიბოდიშე."

კომენტარი