საქართველოში სუროგატი დედების თემაზე BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს

საქართველოში სუროგატი დედების თემაზე BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - "სუროგატი დედები საქართველოში: ბიზნესი თუ კეთილი საქმე?".

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სუროგატი დედის მომსახურება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს – 8 ათასი ევრო. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ბევრს მიაჩნია, რომ ეს "ამორალური და სამარცხვინო ბიზნესია".

აქვე მოთხრობილია ერთ-ერთი ქართველი სუროგატი დედის ამბავი, რომელიც შვილს ორ თვეში გააჩენს და ამბობს, რომ ამისთვის ფსიქოლოგიურად უკვე მომზადებულია. თუმცა, იურისტები მიანიშნებენ ფსიქოლოგების შეფასებაზე, რომ ბავშვის გაჩენის ეს გზა ფსიქოლოგიური ზეგავლენას ახდენს როგორც თავად სუროგატ დედაზე, ისე ნაყოფზე.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე ქართული კანონმდებლობა, რომელიც სუროგაციას არ კრძალავს, შესაძლოა, ქალებს ამ გზით ფინანსური პრობლემების გადაჭრისკენაც უბიძგებდეს. მომსახურების დაბალი ფასების გამო კი, ქართველ სუროგატ დედებს უცხოეთიდან ბევრი უშვილო წყვილი მიმართავს. აქვე დაფიქსირებულია საქართველოს საპატრიაქროს პოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ სოროგაცია დაუშვებელია.

ავტორს მოჰყავს სუროგატი დედებისა და დონაციის ცენტრის თამარ ხაჭაპურიძის პოზიცია, რომელსაც მიაჩნია, რომ კეთილ საქმეს აკეთებს და გააგრძელებს ამ საქმიანობას იმის მიუხედავად, თუ რამდენი სასულიერო პირი ეტყვის, რომ ეს ცოდვაა.

ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ itv.ge-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

კომენტარი