ამერიკულმა სპეცსამსახურმა ბინ ლადენის ვიდეოარქივი გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა მოკლული ტერორისტის უსამა ბენ ლადენის კუთვნილი ვიდეოარქივი გამოაქვეყნეს, რომელიც პაკისტანში, ტერორისტის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს , - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ერთ-ერთ ფირზე "ნომერ პირველი ტერორისტი" ტელევიზორის პირისპირ ზის და მის შესახებ ვიდეოჩანაწერს უყურებს.

გამოქვეყნებული მასალები ხმის გარეშე აჩვენეს. სპეცსამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ტერორისტის სახლში დიდი ოდენობით ვიდეომასალაა აღმოჩენილი, რომელსაც სპეციალისტები სწავლობენ. 

უსამა ბინ ლადენი ამერიკელმა სამხედროებმა, სპეცოპერაციის შედეგად, 2 მაისს, პაკისტანის ქალაქ ობოტაბადში მოკლეს.

ipn

კომენტარი