ქუთაისის ყოფილი პროკურორი და ოცნებასთან დაახლოებული პირი საარჩევნო უბანთან ფულს არიგებს (ვიდეო)

ფულის დარიგება საარჩევნო უბანზე - მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამომრჩევლის მოსყიდვებზე საუბრობს.

დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე 123-ე უბანის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა, სადაც ჩანს ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.

ოპოზიცია სისხლის სამართლის დანაშაულზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

ამასთან დეკანოიძის თქმით, კოვიდუბნებზე ხმის განმეორებით მიცემის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

კომენტარი