გოგონამ, რომელსაც კოკაინის კაფსულები ჰქონდა გადაყლაპული, გამოსამშვიდობებელი ვიდეო გადაიღო

28 წლის ბრაზილიელი დეიზი რიკარტე ნარკოტიკების კონტრაბანდით იყო დაკავებული. მისი სიცოცხლე სწორედ ამ საქმემ შეიწირა - გოგონა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც კოკაინის კაფსულები გადაყლაპა, რათა მარტივად გადაეტანა საზღვარზე, თუმცა ცუდად შეფუთვის გამო გაიხა და ორგანიზმში ინტოქსიკაცია გამოიწვია.


პოლიციის ცნობით, დეიზს 71 გრამი კოკაინი ბრაზილიიდან პორტუგალიაში გადაჰქონდა. ნარკოტიკული საშუალება 10 კაფსულაში იყო გადანაწილებული და შეფუთული ნივთიერება გაიხა. ამ დროს გოგონა ლისაბონის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა.

როდესაც დეიზიმ თავი ძალიან ცუდად იგრძნო და მიხვდა, რომ შეიძლებოდა ნაროტიკისგან გარდაცვლილიყო, გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა, სადაც თავის ოჯახს პატიებას სთხოვა და დედ-მამას მიმართა, რომ ისინი ძალიან უყვარდა.

კომენტარი