ფეისბუქ ლაივის დროს ნარკოტიკების გადამეტებული დოზისგან მომაკვდავ მამაკაცს მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს

შემთხვევა ბოსტონში მოხდა. ორმა მამაკაცმა საეჭვოდ გაჩერებული ავტომობილი დაინახეს და მასში ორი გონებაწასული ადამიანი შენიშნეს. მათ ფეისბუქზე ლაივი ჩართეს და მიუახლოვდნენ ავტომობილს, რომელშიც გოგონა და მამაკაცი იჯდა. როგორც აღმოჩნდა, მათ ნარკოტიკი ჰქონდათ მიღებული. გოგონა მალევე მოვიდა გონს, თუმცა მამაკაცის მდგომარეობა ცოტა გართულდა. როგორც ქალმა აღნიშნა, მამაკაცი არ იყო ჰეროინის რეგულარული მომხმარებელი და მას ეჭვი ჰქონდა, რომ ორგანიზმმა ვერ გაუძლო ნარკოტიკის გადამეტებულ დოზას. რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ მამაკაცი გონზე მოვიდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში მოათავსეს. ფეისბუქზე ლაივს კი 12 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს.

კომენტარი