სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიზ უიზერსპუნის ვირები მეზობლებს ყროყინით აწუხებენ

კალიფორნიის შტატში მდებარე დასახლების მცხოვრებთ რიზ უიზერსპუნის ვირებმა მოსვენება დაუკარგეს. სახედრები სახელად ჰონკი და ტონკი ჰოლივუდის ვარსკვლავის მეზობლებს ყროყინით აწუხებენ.

"ისინი ჭკუიდან გვშლიან. რამდენიმე მეზობელმა რიზს წერილიც კი გაუგზავნა, თუმცა უშედეგოდ. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიზმა ეს წერილები საერთოდ წაიკითხა!" - ამბობს მისი ერთ-ერთი მეზობელი.

უიზერსპუნმა ცხოველების ფერმა ახლახან გააშენა. მას განსაკუთრებით თავისი 2 ვირი უყვარს: "ისინი დამჯერები და ძალიან საყვარლები არიან", - ამბობს მსახიობი.

ვირების გარდა, ვარსკვლავს ფერმაში ორი ღორი, ერთი ცხენი, ოცი ქათამი და სამი ძაღლი ჰყავს.

"მე ამას ბავშვებისთვის ვაკეთებ. მინდა ბუნებასთან სიახლოვე ბავშვობიდან იგრძნონ", - ასე ხსნის ჰოლივუდის ვარსკვლავი ორიგინალური ფერმის შექმნის იდეას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100