მკვლელობა ავადმყოფის თხოვნით!

დრო მოვიდა ამის ლეგალიზაციისათვის რაიმე გაკეთდეს.. ექიმები ამას საიდუმლოდ აკეთებენ. ეს გეხმარება საჭირო სიკვდილში და თავიდან გარიდებს არასასურველ ტანჯვას.

ეს ამერიკელი ექიმი ჯეკ გევორქიანი, იგივე „ექიმი სიკვდილია.“ ლარი კინგის შოუში მედიკოსი ევთანაზიაზე, ანუ სამედიცინო ჩარევით თვითმკვლელობაზე საუბრობს. ტრავმისგან გატანჯული პაციენტი გარდაცვალებას არჩევს, რაც სუნთქვის აპარატის გამორთვით, ჰაერის ნაკადის ინექციით ანაც მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით მიღებით ხდება. მედიცინაში ეს მოვლენა ევთანაზიის სახელით არის ცნობილი, რაც „კარგ“ ან „ბედნიერ სიკვდილს“ ნიშნავს.

ექიმი გევორქიანი მომაკვდავ პაციენტებს იმქვეყნად გასტუმრებაში არაერთხელ დახმარებია. მედიკოსი გადაწყვეტილებას ჰუმანური მოსაზრებებით ხსნიდა - მომაკვდავი პაციენტი თავად წყვეტს იცოცხლოს თუ არა. ექიმმა მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით ციხეში 8 წელი გაატარა. ამის მიუხედავად აზრი არ შეუცვლია და პაციენტის თხოვნით მკვლელობას დღესაც გამართლებულად მიიჩნევს.

ავადმყოფის თხოვნით მკვლელობა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ევთანაზია საქართველოს კანონმდებლობითაც სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, იქნება ეს პაციენტის მოთხოვნა თუ ექიმის ინიციატივა.

ევთანაზიის მომხრეების მტკიცებით, სიცოცხლეც და სიკვდილიც ადამიანის პირადი არჩევანია და საზოგადოებას არ აქვს უფლება ტანჯვით გაწამებულ პაციენტს სიკვდილის უფლება არ მისცეს. ხშირად პაციენტის ოჯახის ახლობლები ითხოვენ სასუნთქი აპარატის გამორთვას ან ჰაერის ინექციას. მათი გადაწყვეტილება ფინანსური მოსაზრებით არის განპირობებული.

საქართველოში მედიკოსებს ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვა მაშინ ეკრძალებათ, როცა პაციენტის გადარჩენის თეორიული შანის მაინც არსებობს. თუ სამედიცინო ჩვენებით ეს შეუძლებელია, მედიკოსს უფლება აქვს, მომაკვდავის მართვითი სუნთქვა გამორთოს.

მსხვერპლის თხოვნით სიკვდილი რელიგიური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. ეკლესიის თვალში გამონაკლისს არც ტანჯვით გამოწვეული თვითმკვლელობა წარმოადგენს. როგორც სულიერი მამები ამბობენ, ევთანაზია ცოდვაში აგდებს, როგორც მსხვერპლს, ისე მის „ჯალათს“.

მომაკვდავი პაციენტების სამკურნალოდ პალიატიური მზრუნველობაა ხელმისაწვდომი. სერვისი იმ ავადმყოფებისათვის არის განკუთვნილი, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ევთანაზიის ლეგალიზაციაზე მეტად თანამედროვე მედიცინაში პრიორიტეტულია იმ თანამედროვე მიდგომის დამკვიდრება და განვითარება, რომელიც გათვლილია მძიმე ავადმყოფებისათვის ტკივილის შემსუბუქებაზე, სიმპტომების ამოხსნასა და ფსიქოლოგიურ დახმარებაზე.

წყარო: http://itv.ge/?m=16&CID=15804


კომენტარი