სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ უნდა გახდე ოპტიმისტი?

პროფესიონალთა რჩევები მათ ვისაც სურს იყოს ოპტიმისტი.

დიალოგი საკუთარ თავთან... - პირველი რისი სწავლაც აუცილებელია, ეს საკუთარ თავთან დიალოგის სწორად წარმოება გახლავთ. ეს საუბრები პოზიტიურ განწყობას უნდა ასახავდნენ. ამისთვის ფრაზები აწმყო დროში და პირველ პირში უნდა იწარმოებოდეს. საკუთარ თავს უნდა გამოუტყდეთ სხვადახსხვა გრძნობებში, უთხრათ თუ რამდენად ლამაზი ხართ და ასე შემდეგ. ითვლება, რომ ემოციების 95 პროცენტი იმას უკავშირდება, თუ რამდენად სწორად აწარმოებს ადამიანი დიალოგებს საკუთარ თავთან. 

წარმოდგენა... აღსანიშნავია, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი ძალა მომავლის დაგეგმვა და მისი წარმოდგენა გახლავთ. აუცილებელია შეიქმნას თქვენი მიზნების დეტალური და ნათელი სურათი. ეს სურათი კი საკუთარ გონებაში რაც შეიძლება ხშირად წარმოიდგინეთ. ამ გზით მეტად პოზიტიურ განწყობას შეიქმნით. ცხოვრებაში ყოველგვარ წარმატებას ადამიანის მიერ გონებრივად დასახული მიზნების ასრულებაზე ზრუნვა განაპირობებს.

გარშემომყოფები... იმ ადამიანების შერჩევა, რომელთან ერთადაც მოგიწევთ ცხოვრება, მუშაობა თუ დროის გატარება დიდ როლს თამაშობს ადამიანის ბედნიერების ხარისხში. ოპტიმისტები, საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი და მხიარული ადამიანები, პიროვნებას დადებითი ემოციებითა და პოზიტიური განწყობით აღავსებენ. კარგი იქნება თუ უარყოფითი აურისა და ხასიათის მქონე ადამიანებს ნებისმიერ ფასად გაექცევით. სწორედ მსგავსი ადამიანები არიან ნეგატიური განწყობისა და სხვადასხვა პრობლემების გამომწვევი მიზეზები. 

სულიერი საკვები... ისევე როგორც ადამაინის ფიზიკური ჯანმრთელობა ჯანსაღ საკვებზეა დამოკიდებული, სულიერი მდგომარობაც „კვებაზეა“ მიჯაჭვული. ამ საკვებში კი კულტურა, ხელოვნება და მსგავსი მიმართულებები იგულისხმება. ასევე კითხვა, შეგიძლიათ უპირატესობა როგორც წიგნებს, ასევე ჟურნალებსა და გაზეთებსაც მიანიჭოთ. გამომცემლობებს, რომელბიც თქვენს შთაგონებასა და მოტივაციას განაპირობებენ. გონება სხვადასხვა ინფორმაციით უნდა გამოკვებოთ, მიაწოდოთ საჭირო იდეები. ხშირად მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას და უყუროთ სასურველ ფილმებს. ეს გახლავთ ბედნიერებისთვისა და პოზიტიური განწყობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური. 

პოზიტიური განვითარება... მდიდარი ადამიანების უმრავლესობამ დიდებისკენ სვლა პრაქტიკულად არაფრით დაიწყო. მსგავსი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ხშირად კრახს განიცდიდა, შემდეგ კი კვლავ თავიდან იწყებდა ყოველივეს და წინ მიიწევდა. ფორმალური განათლება თანხის გამომუშავებაში გიწყობთ ხელს, თვითგანათლება კი წარმატებასთან მიგიყვანთ. აუცილებელია საკუთარი ცხოვრება 100 პროცენტით გააკონტროლოთ და ამით უზრუნველყოთ თქვენი ნაბიჯები წარმატებისკენ. 

ჯანსაღი თვისებები... გონებრივ ჯანმრთელობასთან ერთად ფიზიკური შეძლებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. თქვენ აუცილებლად უნდა დაისახოთ მიზნად და უთხრათ საკუთარ თავს: ვიცხოვრებ ას წლამდე. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ რაც შეიძლება ჯანმრთელ საკვებს და უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. ბალანსირებულ დიეტას საკმაოდ დადებითი გავლენა აქვს გონებასა და აზროვნებაზე. ყველაფერთან ერთად, ამ შემთხვევაში თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობაც გარანტირებულია. 

მოლოდინი... უნდა ეცადოთ ყოველივეში დადებითი დაინახოთ და მხოლოდ დადებით შედეგებს მოელოდეთ. უარყოფითი პასუხების შემთვევაში კი სიტუაციის გამოსწორებას უნდა ეცადოთ, მაგრამ ამას საკუთარი პოზიტიური განწყობა არ უნდა შეწიროთ და ოპტიმისტურად უნდა განეწყოთ. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს პრობლემა რისი გადაჭრაც შეუძლებელია და დაბრკოლება რისი გადალახვაც წარმოუდგენელი. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100