სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი დაქორწინდნენ

თუ ჟურნალ People–ს დავუჯერებთ, რაიან რეინოლდსმა და ბლეიკ ლაივლიმ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს. თუმცა, წყვილის წარმომადგენლები ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

People–ის მიხედვით, ქორწინების ცერემონიალი კვირას, 9 სექტემბერს, სამხრეთ კაროლინაში, ღია ცის ქვეშ გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ბლეიკის მეგობარი, მომღერალი ფლორენს უელჩი, რომელმაც ახლადდაქორწინებულებისათვის რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.

35 წლის რაიანი ადრე უკვე იყო დაქორწინებული სკარლეტ იოჰანსონზე. 25 წლის ბლეიკის შეყვარებულებს შორის კი იყვნენ ლეონარდო დი კაპრიო და პენ ბეჯლი. წყვილმა ერთმანეთი ფილმ „მწვანე ლამპარის“ გადაღებებზე გაიცნო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100