ავსტრალიელი წყვილი ზედმეტად ხმაურიანი სექსისთვის დააპატიმრეს

ავსტრალიაში არსებობს კანონი, რომელიც მოქალაქეებისგან სექსუალური კავშირის განმავლობაში სიმშვიდისა და სიწყნარის შენარჩუნებას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, სამხრეთ ავსტრალიაში, პარტნიორებმა კანონის დარღვევა გადაწყვიტეს. მათ მეზობლემა უჩივლეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ახალგაზრდები სისტემატიურად არღვევდნენ კანონს და ზედმეტად ხმაურიანი სექსით კავდებოდნენ.

აღნიშნული ბრალდების გამო, 34 წლის ჯესიკა ემბერსა და 40 წლის კოლინ მაკკენზის 4 ათასი ავსტრალიური დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუხდებათ.

„ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში სექსუალური ურთიერთობით 5-დან 7 საათამდე ვიყავით დაკავებული. არ მესმის რამ გამოიწვია ჩვენი მეზობლების უკმაყოფილება და რატომ აქვს ჩვენს ქვეყანას ასეთი უაზრო კანონები“, -აღნიშნა ჯესიკამ.

რაც შეეხება კოლინს, იგი შველას ითხოვს: „დღის განმავლობაში შვიდსაათიანი ინტიმური ურთიერთობა?! ასე მგონია ინფარქტით გარდავიცვლები. ჯესიკამ კინაღამ შემიწირა“.

კომენტარი