9 რამ, რაც მამაკაცს საყვარელ ქალსაც ურჩევნია

ნამდვილად არ ღირს დროისა და ნერვების ხარჯვა ადამიანის „გადაკეთებაზე“, თუ მამაკაცს გენეტიკურად აქვს ჩადებული ის, რასაც იარაღითაც კი ვერ აართმევ:

სიჩუმე ქალები ემოციურები, მგრძნობიარე და დედამიწის ულამაზესი არსებები არიან. მათ საუბარი საათობით შეუძლიათ. მაგრამ მამაკაცები უხეშები და პრაგმატულები არიან. დაძაბულ სიტუაციებში ხშირად ამბობენ ისეთ ტექსტებს, როგორიცაა „ოდესმე გაჩუმდები?“

კარიერა „საყვარელო, ეს ორივესთვის კარგია“ – ყველაზე მსუბუქი ფორმულირებაა იმ პასუხისა, რომლის გაგონებაც შეგიძლია, თუ დაინტერესდები და ჰკითხავ, რატომ იყო სამსახურში 22:00 საათამდე.

ექსტრემი მამაკაცებისათვის აუცილებელია საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს მუდამ რაღაც უმტკიცონ. ეს მათ თვითშეფასებას ზრდის. უყვართ, როდესაც რისკზე მიდიან.

მექანიზმები მამაკაცების სიყვარული სხვადასხვა მექანიზმებისადმი პათოლოგია არ არის. ეს დაბადებიდან მოჰყვებათ. ბავშვობაში სათამაშო დათუნიებისა და საათების შიგთავსით ინტერესდებოდნენ, დროთა განმავლობაში კი უფრო რთული მოწყობილობები იზიდავთ. მობილური, ნოუთბუქი... განსაკუთრებით კი თუ ახალია, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეიფორიაში არიან.

ღირსება ეს მამაკაცებისათვის იმდენად ძვირფასი რამაა, ყველაზე თავზეხელაღებულ ფანტაზიაშიც კი არ გაცვლიან სხვა რამეზე.

ძვირადღირებული ნივთები და მანქანები შეიძლება ნება დაგრთოს და საკუთარი მანქანის საჭესთან დაგსვავს, მაგრამ პარალელურად იმდენ მითითებას მოგცემს, თავს უხერხულად გაგრძნობინებს. სამთვლიანი ველოსიპედიც რომ იყოს, ასე მოიქცევა. ეს მამაკაცები სისუსტეა, რომელიც უძველესი ხანიდან მოდის. ადრე ითვლებოდა, რომ ნამდვილ მამაკაცს ერთგული და კარგი ცხენი უნდა ჰყოლოდა. ახლა ცხენი მანქანამ ჩაანაცვლა. ქალი შეიძლება სხვასთან წავიდეს, მაგრამ ცხენი არ მიგატოვებს, რა თქმა უნდა, თუ არ მოკვდება.

საჭირო ოთახი ალბათ თქვენც არ დარჩებით მის მხარზე თავჩამოდებული დიდი ხნის განმავლობაში, თუ საჭირო ოთახში „მიგეჩქარებათ“.

ნადირობა მონადირის ინსტიქტი თანამედროვე მამაკაცს შეუნარჩუნდა. შეიძლება ტყეში არ წავიდეს, მაგრამ, მინიმუმ, კომპიუტერულ თამაშს გადმოწერს და ყოველდღე „ინადირებს“.

სექსი გახსოვდეთ, შანსი თუ მიეცემა, უარს არ იტყვის.

წყარო: http://presa.ge/new/?m=yellow&AID=15009

კომენტარი